23, ივლისი 2021 23:33:00
ყირიმ-კონგოს ცხელებით 49 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, თბილისში დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში ახალციხის კლინიკიდან, 2 დღის წინ შეიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა.