26, ივლისი 2021 10:50:00
საქართველოში ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება. ქვეყნის მასშტაბით, ყოველდღიურად, ათასობით მოქალაქე ინფიცირდება. ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 1 264 ადამიანს დაუდასტურდა. უხილავი მტერი 1 665 პირმა დაამარცხა.
გასულ დღე-ღამეში კოვიდ19-ით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 714 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.