26, ივლისი 2021 11:12:00
224 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 1 გარდაცვლილი - ეს აჭარაში, გასული დღის კოვიდსტატისტიკაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონის კოვიდკლინიკებში 497 ადამიანი მკურნალობს, მათგან 5 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
უწყების მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში, კოვიდ19-ისგან 84 პაციენტი გამოჯანმრთელდა.