27, ივლისი 2021 15:50:00
ქუჩების დიდი ნაწილის რეაბილიტაციის მიუხედავად, ბათუმი ისევ დაიტბორა. უხვი ნალექის შედეგად მოსახლეობა დაზარალდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლებს პირველი სართულები და კომერციული ფართობები.
სტიქიის შედეგად, გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში განვითარდა მეწყრული პროცესები.
ამ დროისთვის, ცხელ ხაზზე 100-ზე მეტი შეტყობინებაა დაფიქსირებული. ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ უწყების შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.