27, ივლისი 2021 17:57:00
მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭათ. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით. UNESCO -ს მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად დასახელებული, ეს ტერიტორიები კავკასიის ეკორეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.