მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ ეს ადგილები ნუსხაში 213 ბუნებრივ მემკვიდრეობასთან ერთად მისი უნიკალურობის და ბიომრავალფეროვნების გამო შეიტანა. რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ეს სტატუსი?
მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას, ამაზონის ტყისა და შვეიცარიის ალპების გვერდით უკვე ქართული ოთხი დაცული ტერიტორია შეემატა. მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
ტერიტორიები, რომლებიც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა, ჭარბტენიანობით გამოირჩევა. აღსანიშნავია იმნათის ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი, რომელიც არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს საგანძურია. ეს უკანასკლენილი, გამყინვარების პერიოდიდან შემორჩა კოლხეთის დაბლობს. პარკებში შემორჩენილია, უნიკალური მცენარეები, ველური, ხელუხლებელი ბუნება, ფლორისა და ფაუნის ხანგრძლივი ევოლუციური პროცესი, ფრინველთა მიგრაცია, გამორჩეული გეოლოგია. დაცული ტერიტორიები ასევე გამოირჩევა ძუძუმწოვრების, უხერხემლო ცხოველებისა და ქვეწარმავლების, მათ შორის, ადგილობრივი, უძველესი და გლობალურად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მრავალფეროვნებით.
მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებისთვის UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება, მათი ცნობადობას და, შესაბამისად, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.სიახლე მნიშვნელოვანია, ეკოტურიზმის განვითარებისა და საერთაშორისო მართვის გამოცდილების გაზიარებისთვისაც. .
UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებისთვის პროცედურული სამუშაოები 2017 წელს დაიწყო. 2019 წელს კი, შერჩეული ტერიტორიების ნომინაციაზე ,,კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები” წარდგენა მოხდა. ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივიმემკვიდრეობის IX და X კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდა, რაც მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალურობას, ცოცხალ ეკოსისტემებსა და ცოცხალ გეოლოგიურ პროცესებს გულისხმობს.