28, ივლისი 2021 17:52:00
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში საგანმანათლებლო და შემეცნებითი სივრცეების მოწყობა დასრულდა. დაწესებულება თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. საგანმანათლებლო პროცესს, რომელშიც აქცენტი ფიზიკა- მათემატიკის სწავლასა და ადგილობრივი და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებაზე გაკეთდება, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა წარმართავს. მოსწავლეები მათემატიკაში გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე მიიღებიან. რეგისტრაცია დაწყებულია და 13 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობა მე-6 კლასის ზემოთ მოზარდებს შეუძლიათ.