29, ივლისი 2021 11:19:00
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას Twitter-ზე გამოეხმაურა. ნედ პრაისი წერს, რომ მმართველი გუნდის მიერ შეთანხმების ანულირება, ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარებას ძირს უთხრის.
ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. მოვუწოდებთ ყველა პარტიას იმუშაონ ერთად, რომ ხელი შეუწყონ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას",- წერს ნედ პრაისი.