29, ივლისი 2021 17:57:00
შუახევის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ახალდაბა-წყაროთას მიმართულებით 2215 მეტრ მონაკვეთზე სანიაღვრე არხებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დასრულდა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზა ჭვანისა და ბარათაულის თემს უკავშირდება. რეაბილიტირებული გზით 720 ოჯახი ისარგებლებს.