30, ივლისი 2021 00:12:00
ბათუმის დინამომ ბელარუსულ საფეხბურთო კლუბ ბატეს სტუმრად 4-1 მოუგო და ევროპის კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა. პირველი თამაში დინამოს 1-0 ჰქონდა წაგებული და ეს სხვაობა ბელარუსში აღმოფხვრა.
დინამოელთაგან გოლები აზაროვმა, ფანცულაიამ, მამუჩაშვილმა და ფლამარიონმა გაიტანეს.
შემდეგ ეტაპზე ბათუმის დინამოს მეტოქე თურქეთის სივასპორი იქნება. გუნდებს შორის პირველი თამაში 5 აგვისტოს, ბათუმის სტადიონზე გაიმართება