30, ივლისი 2021 11:18:00
ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, გააუქმონ მიღებული გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ. განცხადებას ხელს მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი აწერენ.
წერილში ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ გაოცებულნი და იმედგაცრუებულნი არიან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით.
მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება და დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად გულწრფელად იმუშაონ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისთვის, რათა შეთანხმება სრულად შესრულდეს სიტყვითაც და საქმითაც", - წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.