30, ივლისი 2021 18:58:00
თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე. ბათუმის ერთ-ერთ კლუბში გერმანელ მუსიკოსზე იძალადეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაზიანების ამსახველი ფოტო დიჯეიმ ინსტაგრამზე ატვირთა, სადაც დაწერა, რომ მას ჰომოფობიური ნიშნით დაცვის თანამშრომელი დაუპირისპირდა. მომხდარს კატეგორიულად უარყოფენ გასართობი ობიექტის მენეჯმენტში. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულები არიან, საქმე ჯერ-ჯერობით არ აღძრულა და მიმდინარეობს მოკვლევა.