31, ივლისი 2017 17:08:00
ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე გუშინ მომხდარი ინციდენტი გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ორი მამაკაცი დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლასასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს.
30 ივლისს, ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე სროლის ხმა იყო. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ტყვიისგან დაზიანებული ავტომობილი დახვდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გასროლისას დაზიანდა გვერდით მდგომი ავტომობილებიც.