30, ივლისი 2021 17:40:00
ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 25 ადამიანი - ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ მძიმეა. მხოლოდ აჭარაში, გასულ დღე-ღამეში, კოვიდ19 კიდევ 419 მოქალაქეს დაუდასტურდა. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 509 ადამიანი მკურნალობს, მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონის კოვიდ-სასტუმროებში 684 ადამიანია მოთავსებული.