30, ივლისი 2021 17:50:00
ბათუმში, კ. გამსახურდიას N4- ში მდებარე ძეგლზე წარმოებულ სამუშაოებზე დემონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს. მათი განმარტებით, სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა შენობაზე სახურავის ნაცვლად ტერასის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებდა, თუმცა მესაკუთრის მიერ ტერასის კედლის ზომების გაზრდა მოხდა.