გასულო წელთან შედარებუით საქაღტველოსი ტურისტების როადენობა გასორმაგდა. ამის მზიეზი რამდენიმეა, შემსუ8ბუქებული რეგულაციები საზრვრების გახსნა. ბრენდირებული სასტუმროების 90 პროცენტი შევსებულია. ეს ყველაფერი იმისფონზე, რომ საქართველო ევროკავშირმა მო0გზაურტათვის უსაფრთხო სიაში მაინც არ შეიყვანა. როგორია პანდემიური ტურიზმი საქარტველოსი- ვანხოთ სიუჟეტი
დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საქარველოში უცხოელი ტურსტების სიმრავლე შეინიშნება. ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან, პსრ ტესტბის მეშვეობით შემოდიან. თუ კი 2 თვის წინ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, 100-ს არ სცდებოდა, ახლა დღიურად საშუალოდ 2000-ს აღემატება. მიუხედავად პანდემიური რთული მდგომარეობისა, ვიზიტორების ნაკადი, დღითიდღე იზრდება.
ვიზიტორების სიმრავლე განსაკუთრებით აჭარაში იგრძნობა. თუ აქამდე სასტუმროების ერთადერთი შემოსავლის წყარო, საკარანტინე სივრცედ გადაწყობა იყო. ახლა, განთავსების ობიექტები და რესტორნები, თითქმის მთელი დატვირთვით დამსვენებლებისთვის მუშაობენ. აქ ამბობენ, რომ მოიმატა შიდა ტურიზმმაც. მათი თქმით, აღნიშნული მონაცემები, ეკონომიკის ამოძრავებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია., თუმცა, ფაქტია, რომ ტურისტების შემოდინება ეპიდვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს.
ტურისტებთან პირდაპირ შემხებლობაში არიან გიდები. ისინი ვიზიტორების შემოდინებას გასულ წელს არცკი ადარებენ. ამბობენ, რომ უცხოელების შემოსვლა ინფიცირების რისკებთან არის დაკავშირებული. იხსენებენ ისეთ შემთხვევებსაც, როცა დამსვენებლები, კოვიდსაწინააღმდეგო აცრის დამადატურებელ ყალბ საბუთებს იყენებენ. ამავდროულად, აღნიშნავენ იმასაც, რომ აუცილებელია ტურიზმის ხელშეწყობა, რადგან, ქვეყნის ეკონომიკის ამამოძრავებელი მთავარი რგოლი სწორედ ესაა.
გიდები ასევე მიუთითებენ იმაზეც, რომ ხშირად რეგულაციებს, საქართველოს მოქალაქეები არღვევენ. მაგალთად კი, ჩატარებულ აქციებს, პოლიტიკურ შეკრებებს და სხვა ღონიძიებებს ასახელებენ. მათი თქმით, თუკი ადგილობრივები, საკითხს, მეტი პასუხისმგებლობით არ მოეკიდებიან, ეპიდვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, რის შედეგადაც, შესაძლოა, საქართველომ, ტურისტული მიზიდულობა დაკარგოს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში არ უარყოფენ, რომ ინფცირების შემთხვევები ტურისტების მატებასთან ერთად გაიზარდა. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ქვეყანა, გასულ წელთან შედარებით, სეზონს უფრო მობლიზებული შეხვდა. თინა ზოიძის თქმით მონაცემები 2019 წლის ნიშნულს უტოლდება. დეპარტამენტის ხელმზღვანელი ამბობს, რომ ქვეყნის წითელ ზონაში შეყვანა, სექტორს მჩიმე განოწვევების წინაშე დააყენებს. იგი მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ტურიზმის კუთხით არსებული წინსვლის მიუხედავად, ქვეყანამ, ჯერ კიდევ ვერ მოახერხა პანდემიის ფონზე ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნება. რამდენიმე ევროპული ქვეყნის შემდეგ, საქართველო „წითელი“ ქვეყნების სიაში ისრაელმაც შეიყვანა. საელჩოს მიერ, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელელი ვიზიტორებისთვის საქართველოში გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება.