02, აგვისტო 2021 11:20:00
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც საქართველო "წითელ" ზონაში გადაიყვანა ამერიკის შეერთებული შტატებია. სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ არ იმოგზაურონ საქართველოში. ამის მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაა, რის გამოც ქვეყანას ოფიციალურად საფრთხის მეოთხე კატეგორია მიენიჭა.