02, აგვისტო 2021 19:55:00
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი 6 მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობმაც 28 ათას 800 კვადრატული მეტრი შეადგინა. ტერიტორიის საბაზრო ღირებულება 2 მილიონს აღემატება. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები, გამოძიების პროცესში, დააყადაღეს.