03, აგვისტო 2021 19:49:00
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინსიტროს საგამძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი 4 ათას 728 ერთეული კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 20 ათას 803 ლარს შეადგენს.