04, აგვისტო 2021 22:06:00
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები ბათუმში, საზაფხულო სკოლებში, 500 სტუდენტს გადაამზადებენ. ამის შესახებ იმ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და 3 ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პრეზიდენტებს შორის გაიმართა. მხარეებმა ყურადღება საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიმდინარეობაზე გაამახვილეს. აქცენტირდნენ სამომავლო გეგმებზეც.დაიგეგმა თანამშრომლობა უმაღლესი განათლების გაღრმავებისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებითაც.