05, აგვისტო 2021 11:32:00
დღეიდან, ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის ოფიციალური სახელწოდება "აჭარა ბეთ არენა" იქნება. პრეზენტაცია მოედანზე 12:00 საათზეა დაგეგმილი. აუქციონში გამარჯებული სამორინე „აჭარაბეთია“ და იგი სახელის სანაცვლოდ, 8 მილიონ 750 ათას ლარს გადაიხდის.
დღესვე, უეფას კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება. „დინამო ბათუმი“ „სივასპორს“ შეხვდება.