05, აგვისტო 2021 21:58:00
„აჭარა ბეთ არენა“ - ასე ერქმევა მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ბათუმის ცენტრალურ სტადიონს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამორინე „აჭარაბეთია“, რომელიც მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლებით ისარგებლებს. კაზინომ უეფას მე-4 კატეგორიის სპორტულ კომპლექსზე სახელის დარქმევის სანაცვლოდ 8 მილიონ 750 ათასი ლარი გადაიხადა. შეგახსენებთ, ბათუმის მოედანზე სამორინეს სახელის დარქმევას გულშემატკივართა უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა ქომაგთა სურვილები რეგიონის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.