06, აგვისტო 2021 21:18:00
„დინამო ბათუმსა“ და „სივასპორს“ შორის შეხვედრა ანგარიშით 2:1 დასრულდა, თურქული კლუბის სასარგებლოდ. პირველი ტაიმი ბათუმელი ფეხბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა, ანგარიშით - 1:0. თუმცა მეორე ტაიმში „სივასპორმა“ „დინამოს“ ჯერ ერთი გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა, ბოლო წუთებში კი თურქულმა კლუბმა მეორე გოლიც გაიტანა. ეს უეფას კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იყო. შემდეგ შეხვედრას „დინამო ბათუმი“ „სივასპორთან“ უკვე თურქეთში, 12 აგვისტოს გამართავს.