07, აგვისტო 2021 12:06:00
საქართველოში ეპიდვითარება მძიმეა, მათ შორის აჭარაშიც. გასული დღის მონაცემებით, რეგიონში კოვიდ19 კიდევ 620 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 223 ინფიცირებული.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 837. მძიმეა 129 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათგან 19 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
თვითიზოლაციაშია 5 ათას 26 მოქალაქე.