07, აგვისტო 2021 22:04:00
ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ, საქართველოში ამინდი ყოველდღიურად იცვლება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო 2 დღის განმავლობაში, 8-10 აგვისტოს ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში აგრილდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.