08, აგვისტო 2021 11:57:00
ტრაგედია თურქეთში. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, 14 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. მიზეზი, ქალაქ ბალიქესირის რაიონში სამგზავრო სარეისო ავტობუსის ამოტრიალება გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროვინციის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ავტობუსის მძღოლმა, რომელიც ბალიკესირი-ედრემიტის რეისს ასრულებდა, მართვა დაკარგა და ამოტრიალდა. 11 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი საავადმყოფოში. დაშავებულია 18 ადამიანი, რომლებიც ხუთ საავადმყოფოში მოათავსეს. შემთხვევა დღეს, 4:40 საათზე მოხდა“ , - თქვეს ადგილობრივ ხელისუფლებაში.
ცნობისთვის, ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთში სამგზავრო ავტობუსის ეს უკვე მეორე მასშტაბური ავარიაა. შაბათს, პროვინცია მანისაში, სარეისო ავტობუსის ავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა და 30 დაშავდა.