09, აგვისტო 2021 15:26:00
ვაქცინაციის პროცესის გაფართოების მიზნით, 4 დიდ ქალაქში უნივერსიტეტებთან ამცრელი ცენტრები მოეწყობა ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა
გამყრელიძის თქმით, აგვისტოს ბოლომდე ქვეყანაში დღიურად 30 ათასამდე აცრა უნდა ჩატარდეს.
„ყოველდღიურად სერიოზული მუშაობა მიდის გაფართოებაზე. იქნება სიახლეები, კერძოდ, იგეგმება რამდენიმე დიდი სივრცის შექმნა განათლების სამინისტროსთან ერთად დიდ უნივერსიტეტებთან მიმართებაში, ოთხ დიდ ქალაქში. ასევე, ბრიგადების დამატება კიდევ უფრო ისე, რომ აგვისტოს ბოლომდე დღეში 30 ათასამდე აცრა შევძლოთ.
ასევე, ვფიქრობთ ე.წ აცრის მარათონის ჩატარებასთან დაკავშირებით. დაახლოებით, 2 დღიანი შაბათ-კვირიანი მარათონი, შესაძლებელია ამისთვის მოვემზადოთ აგვისტოს ბოლოდან და სექტემბრიში, ამ მარათონში მონაწილეობას ერთდროულად 60 ათასი ადამიანი მიიღებს.