09, აგვისტო 2021 21:30:00
ყოველ 1 საათში გარდაცვლილი 2 ადამიანი. ქვეყანა ეპიდაფეთქების ზღვარზეა. გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსს კიდევ 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კოვიდ19-ი დაუდასტურდა 2 ათას 236 მოქალაქეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, უხილავი მტერი 3 ათას 146-მა პაციენტმა დაამარცხა. რაც შეეხება აჭარას, რეგიონის ბოლო 24 საათის მონაცემები ასეთია: 3 გარდაცვლილი, 499 ინფიცირებული და 282 გამოჯანმრთელებული.