10, აგვისტო 2021 21:49:00
კორონავირუსით ინფიცირებულთა მორიგი ანტირეკორდი საქართველოში - ეპიდვითარება ყოველდღიურად საგანაგაშო ხდება. ქვეყანა, კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში უკვე პირველ ადგილს იკავებს. რამდენიმე სახელმწიფომ წითელ ზონაშიც შეგვიყვანა და საზღვრები ჩაგვიკეტა. 10 აგვისტოს სტატისტიკა გასული დღეების მონაცემებს საგრძნობლად აჭარბებს. ბოლო 24 საათში, უხილავმა მტერმა კიდევ 54 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კოვიდ19 დაუდასტურდა 5 ათას 697 მოქალაქეს. ყველაზე მეტი, 2 ათას 600 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. შემდეგია აჭარა 678 ინფიცირებულით.