13, აგვისტო 2021 21:58:00
სისხლიანი გარჩევა სამართალდამცავების თვალწინ. ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში, პოლიციის შენობის შესასვლელთან 1 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნაცნობი ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 პირი უკვე დააკავა. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.