14, აგვისტო 2021 00:03:00
დღეიდან, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება. მოძრაობა 4 სექტემბრამდე იზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
მიზეზი ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება გახდა.
"შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს", - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.