16, აგვისტო 2021 11:30:00
აჭარაში, კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასულ დღე-ღამეში კოვიდ19 დაამარცხა 348 პაციენტმა. კლინიკა დატოვა 45 ადამიანმა. ამ ეტაპზე, კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 20 ინფიცირებული. კლინიკაში სამკურნალოდ რჩება 920 მოქალაქე.