16, აგვისტო 2021 23:45:00
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 19:56 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი სოფელი სამება იყო. მისი სიდიდე 3.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
ამ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები ბოლო 24 საათში მეხუთეჯერ დაფიქსირდა.