17, აგვისტო 2021 10:12:00
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი წერს. მათი ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 09:43 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა, სიდიდე 3.9 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
ამ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები ბოლო 24 საათში რამდენჯერმე დაფიქსირდა.