21, აგვისტო 2021 14:22:00
ქელეხში კორონავირუსით 41 ადამიანი დაინფიცირდა. შემთხვევა ახალციხეში, სოფელ ურაველში მოხდა. როგორც ცნობილია ინფიცირებულთა შორის არიან ორსულები და ბავშვები.
ნაწილი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს, ნაწილი კი სახლში რჩება.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში 4 901 მოქალაქე დაინფიცირდა, ხოლო 74 გარდაიცვალა.