22, აგვისტო 2021 00:38:00
ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. შემთხვევა ფოთში მოდა. ინციდენტის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა თქმით, მანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და კაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი პოლიტრავმით, კაცი კი თავის ქალის ტრავმით, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ექიმების ცნობით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.