598 ინფიცირებული და 3 გარდაცვლილი - ეს აჭარაში, გასული დღის სტატისტიკაა. მონაცემებს რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 436 ადამიანი. კლინიკა დატოვა 53-მა მოქალაქემ. კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 27 პაციენტი.