23, აგვისტო 2021 11:29:00
5 გარდაცვლილი და 368 ინფიცირებული - ეს აჭარაში, გასული დღის კოვიდსტატისტიკაა. რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსი დაამარცხა 457-მა ადამიანმა. საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 52 350-ს გაუტოლდა.
უწყების ცნობით, გასულ დღე-ღამეში კლინიკა დატოვა 56-მა პირმა. კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 31 პაციენტი.
მკურნალობას გადის: კლინიკაში 1033, კოვიდ სასტუმროში -1408, ხოლო ონლაინ კლინიკაში - 5215 მოქალაქე.