28, აგვისტო 2021 15:21:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული ბ.ღ. მუქარის გამოყენებით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, აბაშის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, დაბა ჩოხატაურში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით ოპერატორს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ბ.ღ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული ფულის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.