ბათუმში, კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა. ისინი "ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში" კოვიდის მწვავე ფორმით შეიყვანეს. ჩატარებული სამედიცინო მომსახურების მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
31 წლის ბიჭმა, გარდაცვალებამდე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. "ღმერთით მალე გამოვძვრები ამ უბედურებიდან" - წერდა იგი ფეისბუქზე. მან ახლობლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.