29, აგვისტო 2021 12:31:00
საქართველოში ეპიდვითარება ისევ მძიმეა. ბოლო 24 საათში, ვირუსით ინფიცირების 2 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 177, ხოლო გარდაიცვალა 76 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში დაფიქსირებული ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 004 შემთხვევა, აჭარა - 385, იმერეთი - 327, ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 129, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 247, მცხეთა-მთიანეთი - 75, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 109 საიდანაც 7 571 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 245, აჭარაში - 1 011, იმერეთში - 1 168.
მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში - 700, აჭარაში - 162, იმერეთში - 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 40, იმერეთში - 28.