31, აგვისტო 2021 16:28:00
ბათუმში მოძრავ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით პუშკინის ქუჩაზე მოხდა. ხანძრის შედეგად ტრანსპორტი ნაწილობრივ დაიწვა. ამ დროისთვის უცნობია მომხდარის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილის მეპატრონე ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ძალით ცდილობდა.