01, სექტემბერი 2021 11:42:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარების კრიტიკას სასამართლო რეფორმაზე პასუხობს და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემა "ბევრად წინ უსწრებს" ევროკავშირის ქვეყნებისას.
საქმე ეხება ევროკავშირის განცხადებას, რომ საქართველომ ფინანსური დახმარების პირობა ვერ შეასრულა სასამართლო რეფორმის არასრულყოფილად განხორციელების გამო.
"ჩვენ კარგად ვიცით, როგორი სასამართლო ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ. მას შემდეგ, არაერთი რეფორმა განვახორციელეთ, 4 ტალღა რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარშვალდებული გახადა ეს სისტემა. საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლო სისტემას, ყველა კვლევით დასტურდება ეს. ჩვენ რეფორმებს ვაგრძელებთ, სასამართლო რეფორმაც გაგრძელება", - თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.