02, სექტემბერი 2021 11:14:00
აჭარაში ეპიდვითარება საგანგაშოა. გასული დღის მონაცემებით, რეგიონში, კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 295 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 408 პაციენტი. ამ ეტაპზე, კოვიდ კლინიკებში 915 ინფიცირებული მკურნალობს. კოვიდ სასტუმროებში მოთავსებულია 1 015 მოქალაქე.