03, სექტემბერი 2021 10:03:00
საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:34 საათზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან დაფიქსირდა.
სიმძლავრე 4.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.