03, სექტემბერი 2021 14:40:00
საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი სტუდენტი, ასევე სტუდენტები, რომლებსაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტს, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს. აუცილებელი მოთხოვნაა სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ PCR ტესტირების ჩატარებაც. მთავრობის გადაწყვეტილებით, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება. სამედიცინო სასწავლებლებს, უფლება აქვთ, არადისტანციურ რეჟიმში ჩაატარონ პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური კომპონენტები მხოლოდ იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სასწავლო პროცესის დაწყებისას იქნებიან სრულად ვაქცინირებულნი.