03, სექტემბერი 2021 17:55:00
უამინდობის გამო, პრობლემები შეიქმნა ხელვაჩაურშიც. აქ 60 -ზე მეტი მეწყრული კერა გაჩნდა. დაზარალებულია სამი ოჯახი. კერძოდ, დაეტბორათ საცხოვრებლები, ხოლო ჩამოშლილი მიწის საფარმა სახლებამდე მიაღწია. ისინი, ამ დრომდე რისკის ქვეშ რჩებიან. ხელვაჩაურის მერის მოადგილის თქმით, ყველა დამეწყრილ კერაზე, სპეციალური ჯგუფები, უკვე წმენდენ გზას. არჩილ ბარამიძის განმარტებით, დაწყებულია მოსახლეობისთვის მიყენებეული ზიანის დათვლაც.