03, სექტემბერი 2021 18:04:00
ამ დროისთვის დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. საგზაო დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის ხელვაჩაურში ტექნიკა მახო-სიმონეთის საავტომობილო გზაზე მუშაობს. მეწყრისაგან იწმინდება მახო-გენჯაძეების მიმართულებაც. ქედის მუნიციპალიტეტში, გაწმენდითი სამუშაოები მახუნცეთი-ზუნდაგის საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს. აქ კლდოვანი მასა ჩამოიშალა. კლდოვანი ჩამონაშალი იწმინდება შუახევში, ცინარეთის საავტომობილო გზაზეც.