04, სექტემბერი 2021 14:11:00
ავტოსაგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში. სოფელ ჩხუტუნეთში მანქანა ხრამში გადავარდა. შედეგად, 1 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა.
ინციდენტის დროს, დაშავდა კიდევ ერთ მოქალაქე. იგი სხვადასხვა ტრამვით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან ერთად, პოლიციაც იყო მობილიზებული. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
.