04, სექტემბერი 2021 23:03:00
ავარია ქობულეთში. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.
TV25.GE-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.